ახალი ამბები
აქტუალური

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი, ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა-გინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საგანგებო განმარტებას აკეთებს - რას წერს ყოფილი პრემიერის ცოლის ძმა?

რეკლამა სტატიის თავში
ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი, ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა-გინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საგანგებო განმარტებას აკეთებს - რას წერს ყოფილი პრემიერის ცოლის ძმა?

საქართველოს ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ივანიშვილის გინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.

ალექსანდრე თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, "ფაბრიკაციაა".

"სხვადასხვა სოციალურ ქსელში , ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია. რომელიც , უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში. ეს აბსურდი “აწყობილია” ქვეყნიდან გაქცეულ და სამშობლოს მოღალატეობრივ საქმიანობაში “გაწრთვნილ” ვინმე შაიშმელაშვილის გამოგონილ ისტორიაზე : თითქოს სადღაც სუფრაზე , ირაკლიმ უხამსად მოიხსენია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამ სიცრუის “გასამაგრებლად” გამოიყენეს , ზემოთ აღნიშნული 2012 წელს გავრცელებული სატელეფონო საუბრის ფაბრიკაცია!"- წერს თამაზაშვილი.

რეკლამა სტატიის ბოლოს
FB Messenger WhatsApp

ასევე დაგაინტერესებთ