პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
როგორც გუშინ გაცნობეთ, ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში საქართველოს ნაკრები B3 ჯგუფში უკრაინის, უნგრეთისა და ჩრდ.ირლანდიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. დღეს კი ჩვენი ეროვნული ნაკრების მატჩების კალენდარიც გამოქვეყნდა.
ჩრდ. ირლანდიასთან პირველი ტურის საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ.
ამის მიზეზი ერთა ლიგაზე, სომხეთთან მატჩისშემდგომ მომხდარი ინციდენტის გამო მიღებული დისკვალიფიკაციაა.
გულშემატკივარი ტრიბუნებს 28 სექტემბერს, უკრაინასთან მატჩში დაუბრუნდება.
საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე
25 სექტემბერი - საქართველო - ჩრდ.ირლანდია
28 სექტემბერი - საქართველო - უკრაინა
2 ოქტომბერი - უნგრეთი - საქართველო
5 ოქტომბერი - ჩრდ.ირლანდია - საქართველო
14 ნოემბერი - საქართველო - უნგრეთი
17 ნოემბერი - უკრაინა საქართველო