გამოიწერეთ გვერდი მეტი სიახლისთვის
ახალი ამბები
აქტუალური

ვინ არის ირანის დროებითი სულიერი ლიდერი და როგორ უკავშირდება საქართველოს?

რეკლამა სტატიის თავში
ვინ არის ირანის დროებითი სულიერი ლიდერი და როგორ უკავშირდება საქართველოს?

აშშ-ის სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ირა­ნის დრო­ე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლად გა­მოც­დი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი და ხა­მე­ნე­ის თა­ნა­მო­აზ­რე - აია­თო­ლა არა­ფი აირ­ჩი­ეს. არა­ფი ლი­დერ­თა საბ­ჭოს იუ­რი­დი­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და. სამ­წევ­რი­ან ლი­დერ­თა საბ­ჭო­ში ასე­ვე შე­დის პრე­ზი­დენ­ტი მა­სუდ პე­ზეშ­კი­ა­ნი და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ღო­ლა­მჰო­სე­ინ მოჰ­სე­ნი ეჯეი.

  • ვინ არის ალი­რე­ზა არა­ფი და რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს?

არა­ფი 1959 წელს, იეზ­დის ოს­ტა­ნის ქა­ლაქ მე­ი­ბოდ­ში და­ი­ბა­და. ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ოჯა­ხი­დან მო­დის და ირა­ნის თე­ო­ლო­გი­ურ და ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში ათწლე­უ­ლე­ბი აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი.

აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის დიქ­ტა­ტუ­რის დროს არა­ფის კა­რი­ე­რა სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. ხა­მე­ნეი მას “სწყა­ლობ­და“ - უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ალ­რე­ზა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე იყო და­ნიშ­ნუ­ლი

ხა­მე­ნე­ის თა­ნა­მო­აზ­რე ასე­ვე იყო ალ-მუს­ტა­ფას უნი­ვერ­სი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა დღემ­დე მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს ირა­ნი­დან და უცხო­ე­თი­დან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში.

სწო­რედ აქ იკ­ვე­თე­ბა ის სა­ქარ­თვე­ლოს­თან - ალ-მუს­ტა­ფას უნი­ვერ­სი­ტეტს, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რეც არა­ფი 2008-2018 წლებ­ში იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ლი­ა­ლი აქვს გახ­სნი­ლი და ყო­ველ­წლი­უ­რად ქვეყ­ნის სამ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში (ფო­ნი­ჭა­ლა) მარ­ნე­ულ­ში, გარ­და­ბან­სა და ახალ­გაზ­რდებს ში­ი­ტურ ის­ლამს, სპარ­სულ ენა­სა და ყუ­რანს ას­წავ­ლის.

ირა­ნუ­ლი ში­ი­ტუ­რი ალ-მუს­ტა­ფას სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ექ­სტრე­მიზ­მის პრო­პა­გან­დის­თვის 2020 წლი­დან აშშ-ისა და 2022 წლი­დან კა­ნა­დის მი­ე­რაა სან­ქცი­რე­ბუ­ლი. 2025 წლის დე­კემ­ბერ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე ინ­ფორ­მა­ცია "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სას­წავ­ლე­ბელს აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის ოფი­სის კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბი აფი­ნან­სებ­დნენ. ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­წავ­ლე­ბელს არ აქვს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს აკ­რე­დი­ტა­ცია, თუმ­ცა თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რებ­თან.

ირა­ნუ­ლი სკო­ლე­ბის გახ­სნას­თან ერ­თად, ალ-მუს­ტა­ფას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სია "ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა შო­რის დი­ა­ლო­გის ის­ლა­მუ­რი ცენ­ტრე­ბის გახ­სნა­საც" მო­ი­ცავს.

ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის აქა­ურ ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რებს შე­ე­ხე­ბა.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ცნო­ბით­ვე, "ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა დი­ა­ლო­გის" ინი­ცი­ა­ტი­ვის გაგ­რძე­ლე­ბის სა­ხით 2013 წელს გა­მო­ი­ცა ჟურ­ნალ "სა­მეც­ნი­ე­რო აზ­რის" რამ­დე­ნი­მე ნო­მე­რი, რომ­ლის სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის შე­მად­გენ­ლო­ბაც ალ-მუს­ტა­ფას უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, მათ შო­რის, სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "სა­მეც­ნი­ე­რო აზ­რის" ერთ-ერთი ნომ­რი­დან ირ­კვე­ვა, ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მო­ჰა­მად­რე­ზა ქა­ლან ფა­რი­ბა­ია. სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის აღ­წე­რის ნა­წილ­ში კი ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ "ჟურ­ნა­ლი პრო­ფე­სო­რი ალი­რე­ზა არა­ფის მზრუნ­ვე­ლო­ბით იბეჭ­დე­ბა."

ზუს­ტად იმ ალი­რე­ზა არა­ფის, რო­მე­ლიც ხა­მე­ნე­ის მოკ­ვლის შემ­დეგ ირან­ში ლი­დე­რე­ბის დრო­ე­ბი­თი საბ­ჭოს იუ­რისტ წევ­რად აირ­ჩი­ეს.

2019 წელს არა­ფი და­ნიშ­ნეს მცველ­თა საბ­ჭოს წევ­რად. ეს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და კან­დი­და­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

არა­ფი აია­თო­ლა ხა­მე­ნე­ის შემ­ცვლე­ლის ერთ-ერთ კან­დი­და­ტად მო­ი­აზ­რე­ბო­და. 67 წლის არა­ფი გა­მოც­დი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი და ხა­მე­ნე­ის­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი თა­ნა­მო­აზ­რეა. არა­ფი ამ­ჟა­მად ექ­სპერტთა ასამ­ბლე­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა, რაც უზე­ნა­ეს ლი­დერს ნიშ­ნავს. ის აგ­რეთ­ვე არის ირა­ნის სა­სუ­ლი­ე­რო სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლიც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის არაა ცნო­ბი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უწყე­ბებ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბით.

  • რა­ტომ არის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

ირა­ნის თე­ოკ­რა­ტი­ა­ში უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი წარ­მო­უდ­გე­ნელ ძა­ლა­უფ­ლე­ბას იღებს და მას ეკუთ­ვნის სა­ბო­ლოო სი­ტყვა სა­ხელ­მწი­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა სა­კი­თხზე. უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი არის ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დია მისი გავ­ლე­ნის წრის ნა­წი­ლად მი­ი­ჩენ­ვა.

რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა გვარ­დი­ამ, რო­მე­ლიც აშშ-მ 2019 წელს ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გა­მო­ა­ცხა­და, ხა­მე­ნე­ის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ საგ­რძნობ­ლად გა­აძ­ლი­ე­რა ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფი ხელ­მძღვა­ნე­ლობს "წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ღერძს", მებ­რძო­ლი ჯგუ­ფე­ბი­სა და მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და­სავ­ლეთ აზი­ა­ში, რომ­ლე­ბიც აშშ-სა და ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ კონ­ტრშე­ტე­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და ირან­ში აუ­რა­ცხელ სიმ­დიდ­რეს ფლო­ბენ.

ჯერ­ჯე­რო­ბით, ირანს მხო­ლოდ 2 უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი ჰყავ­და. ერთი იყო აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი, მე­ო­რე კი დიდი აია­თო­ლა რუ­ჰო­ლა ხო­მე­ი­ნი, რო­მე­ლიც 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ხო­მე­ი­ნი ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა იყო და ქვე­ყა­ნას ერაყ­თან რვაწ­ლი­ა­ნი ომის დროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

  • ირა­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ექ­სპერტთა ასამ­ბლე­ამ, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა საბ­ჭომ, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა აირ­ჩი­ოს ახა­ლი უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ვი­ნა­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე საბ­ჭო ერ­თვე­ბა პრო­ცეს­ში და ლი­დე­რის ყვე­ლა მო­ვა­ლე­ო­ბას დრო­ე­ბით თავ­ზე იღებს.
  • რო­გორ ხდე­ბა ირა­ნის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის არ­ჩე­ვა?

უზე­ნა­ეს ლი­დერს ექ­სპერტთა ასამ­ბლეა ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც 88 წევ­რის­გან შედ­გე­ბა. მას აქვს ასე­ვე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნი, თუმ­ცა ეს არას­დროს მომ­ხდა­რა.

  • უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის შე­სარ­ჩე­ვი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი

უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი უნდა იყოს მა­ღა­ლი რან­გის ში­ი­ტი სა­სუ­ლი­ე­რო პირი და მეც­ნი­ე­რი. ექ­სპერტთა ასამ­ბლეა, რო­მელ­თაც უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის არ­ჩე­ვა ევა­ლე­ბათ, არის პა­ნე­ლი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ში­ი­ტი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­გან შედ­გე­ბა, ისი­ნი ყო­ველ რვა წე­ლი­წად­ში ერთხელ სა­ყო­ველ­თაო არ­ჩევ­ნე­ბით შე­ირ­ჩე­ვი­ან. მათ კან­დი­და­ტუ­რებს ამ­ტკი­ცებს მე­ურ­ვე­თა საბ­ჭო, ირა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო.

რეკლამა სტატიის ბოლოს
FB Messenger WhatsApp

ასევე დაგაინტერესებთ