თბილისში, დიდ დიღომში ძლიერი ხანძარია. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია.

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.