რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ემოციური მგრძნობელობა გამძაფრებულია, ამიტომ შეიძლება ნებისმიერ შენიშვნაზე უჩვეულოდ მძაფრი რეაქცია გქონდეთ. ბოლო დროს საყვარელ ადამიანს საკმარის ყურადღებას არ უთმობთ, რაც წყენის მიზეზი გახდება და შესაძლოა კონფლიქტიც გამოიწვიოს. მოერიდეთ ექსპერიმენტებს და რისკს, რომლისკენაც თქვენი შინაგანი ბუნება გიბიძგებთ - ამ დღეს სჯობს ნაცადი ხერხებით იმოქმედოთ.

გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება, ამიტომ ეცადეთ, წარმატებული მომენტი ხელიდან არ გაუშვათ. თუ უყურადღებოდ დატოვებთ და არ დაისვენებთ, მსუბუქი თავის ტკივილი შეიძლება შაკიკში გადაიზარდოს,

კურო

გაიცანით ახალი ადამიანები — სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ახლა ცხოვრების მეგზურს შეხვდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოცდილი ადამიანის რჩევებს ყური დაუგდოთ, თორემ შეიძლება შეცდომა დაუშვათ. თქვენი ინტელექტუალური პოტენციალი ახლა ისეთი მაღალია, როგორც არასდროს.

ფინანსური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მოწესრიგდება, თუმცა ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, ფული ფუჭად არ ხარჯოთ. ახალი იდეების განხორციელებისთვის დამხმარე და თანამოაზრე დაგჭირდებათ და ისეთ ადგილზე იპოვით, სადაც არც ელოდით.

შესაძლოა ურანის უარყოფითი ზემოქმედება იგრძნოთ, რაც ანთებით პროცესებს, სხვადასხვა დაავადებას, ტრავმებსა და უსიამოვნებების მთელ წყებას იწვევს. ეცადეთ, საღამოს განმარტოვდეთ. ეს თქვენს ენერგიას გააძლიერებს და მოდუნებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

მარტოხელა ადამიანებს ახალი ურთიერთობის დაწყება ელით. ჰოროსკოპი ქალბატონებს იმიჯის შეცვლას ურჩევს. მაღაზიების შემოვლა სჯობს სხვა დღისთვის გადადოთ — ეს დღე შოპინგისთვის არ გამოდგება. ოჯახში მოსალოდნელია უთანხმოება ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით.

პერსპექტიული ნაცნობობა გავლენიან ადამიანთან თქვენს კარიერას ძალიან წაადგება. შესაფერისი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნესის განვითარებისთვის. მედიტაცია ან იოგა დამშვიდებასა და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს თქვენი ყოველი სიტყვა და ნაბიჯი აკონტროლეთ, რათა უსიამოვნო ისტორიები თავიდან აიცილოთ.

კირჩხიბი

ცოტაც და ადამიანური ურთიერთობების ექსპერტად იქცევით, თუმცა რჩევების მიცემას, როცა არ გთხოვენ, უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, ახლობლებთან პოზიტიური ურთიერთობისთვის განეწყოთ. ახლა სადავო საკითხების მოსაგვარებლად არახელსაყრელი დროა, განსაკუთრებით თუ დიდ ფულს ან უძრავ ქონებას ეხება. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ხარჯებთან და ინვესტიციებთან დაკავშირებით.

ეს დღე საოცრად მშვიდი და თანაბარი იქნება. არსად გაქცევა და არავის გადარჩენა არ არის საჭირო. უბრალოდ, მშვიდად იმუშავეთ. ნუ მიიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, თუ უტყუარი ინფორმაცია არ გაგაჩნიათ.

თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები გაწუხებთ, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს უნდა მიმართოთ.

ლომი

ამ დღეს შესაძლოა სიყვარულში საოცარი ვნება იგრძნოთ. თავს უფლება მიეცით, რომ ამ მომენტებით დატკბეთ. სასურველია, რომ მნიშვნელოვანი საკითხები ოჯახური ვახშმისას განიხილოთ. ეს ნდობის ატმოსფეროს შექმნის და დაგროვილი გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ეცადეთ, პროფესიული უფლებამოსილებები კოლეგებსაც გაუნაწილოთ, რათა ყველაფერი დაგეგმილი მოასწროთ და ახალ საინტერესო პროექტს შეუდგეთ. თავი შეიკავეთ გადაუმოწმებელ საიტებზე ონლაინ-შესყიდვებისგან — თაღლითობისა და მოტყუების ალბათობა მაღალია.

თუ კისრის ოსტეოქონდროზი გაწუხებთ მარტივი მასაჟი და სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ თუ გეგონათ, რომ ვეღარასდროს შეიყვარებდით, იცოდეთ, რომ ეს დროებითი შეგრძნებაა. მალე შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველაფერს შეცვლის. საოჯახო საკითხების, საერთო ქონებისა თუ ფინანსური საკითხების მოგვარებისას ეცადეთ, ოჯახის წევრების ინტერესები და სურვილები გაითვალისწინოთ.

პარტნიორებთან ან ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში შეიძლება სადავო სიტუაცია შეიქმნას, რის გამოც შესაძლოა, დაზარალდეთ. „ქამრის შემოჭერა“ სასიამოვნო არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, ეს აუცილებელია. საკუთარ გამჭრიახობას უფრო ხშირად ენდეთ და ეცადეთ, მიზანს სხვების დახმარების გარეშე მიაღწიოთ.

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ სასურველია, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.

სასწორი

ამ დღეს შესაძლოა, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდეთ ან სასურველი რეალობად მიიჩნიოთ. ნებისყოფის დაძაბვა გიწევთ, რომ პარტნიორს პირში არ მიახალოთ ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ. ფრთხილად იყავით - თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენი წარმატების შურთ. ამჟამად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფინანსური ხარჯების შეზღუდვა. შესაძლოა მნიშვნელოვანი საქმე გამოგიჩნდეთ, რისთვისაც ფული დაგჭირდებათ.

ამბობენ, რომ ყველა დაავადება ნერვებისგან მომდინარეობს, რაც თქვენს შემთხვევაში სრული სიმართლეა. დამქანცველი კვირის ბოლოს იმუნიტეტის შესუსტება და ინფექციური დაავადებები გელით, ამიტომ გირჩევთ რამდენიმე დღე სახლში დარჩეთ. წვრილმანებზე ნუ გაღიზიანდებით და თავს გაუფრთხილდით.

მორიელი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ მეგობრებს ან ნათესავებს შეხვდეთ, უახლესი ამბები გაცვალოთ და ახალი იდეები განიხილოთ. გაუფრთხილებელმა სიტყვამ შესაძლოა ხანგრძლივ და მოსაბეზრებელ კამათამდე მიგიყვანოთ. ხანდახან სჯობს გაჩუმდეთ, ვიდრე დრო უსარგებლო დავაში დახარჯოთ.

ხელსაყრელი პერიოდია რთულ პროექტებზე მუშაობისთვის. თქვენი ენთუზიაზმი საქმეების ვადაზე ადრე დასრულებაში დაგეხმარებათ. ფინანსური საქმიანობისთვის სახიფათო პერიოდია, ამიტომ ფულთან დაკავშირებული პრობლემები ცოტა ხნით უნდა დაივიწყოთ.

მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები შეგექმნათ. ექიმთან მისვლას ნუ დააყოვნებთ და ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი თავისით გაივლის.

მშვილდოსანი

ამ დღეს მიღებული ინფორმაცია საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. გირჩევთ, ახლობლების წრეში მეტი დრო გაატაროთ და ურთიერთგაგების ატმოსფერო შექმნათ. კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისას შესაძლოა, მეტი მოთმინების გამოჩენა დაგჭირდეთ. ეცადეთ, კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ.

დატვირთული გრაფიკის გამო ოჯახსა და კარიერას შორის ენერგიის ვირტუოზულად განაწილება მოგიწევთ. კომერციულ საქმეებში იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია საკვებით მოწამვლა, ამიტომ უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებზე და მაღაზიის მზა სალათებზე. თუ შინაგან შფოვას და მოუსვენრობას გრძნობთ, მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება მიიღეთ.

თხისრქა

ამ დღეს მოსალოდნელია კონფლიქტი ასაკით უფროს ნათესავ ქალებთან — ეცადეთ, მეტი ტაქტი და პატივისცემა გამოიჩინოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტების მიღების დროს საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ - შექმნილ სიტუაციაში მეგობრების რჩევები ნაკლებად დაგეხმარებათ.

ხელსაყრელი დროა სამუშაოს წინასწარ დაგეგმვისა და კოლეგებს შორის მოვალეობების განაწილებისთვის. თავი შეიკავეთ მწვავე თემებზე საუბრისგან, რომ კამათი და უთანხმოება თავიდან აიცილოთ.

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, დროა დაისვენოთ — ამ კვირაში თქვენი ენერგეტიკა დაქვეითებულია. ამასთან, გადაღლა და ნერვიულობა შეიძლება მსუბუქი დაღლილობის და კარდიო პრობლემების მიზეზი გახდეს.

მერწყული

ვენერა იუპიტერთან რთულ ასპექტშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა სასიყვარულო საქმეებისთვის საუკეთესო დრო არ არის. უთანხმოებამ, სიჯიუტემ ან შურიანი ადამიანის ცილისწამებამ შესაძლოა, ოჯახში სიმშვიდე და ურთიერთნდობა დაარღვიოს.

დაგეგმილ საქმეებზე უარს ნუ იტყვით! პოზიტიური ტენდენციების გავლენა იზრდება, შესაბამისად, წარმატების შანსიც მატულობს. მოსალოდნელია შედეგიანი საქმიანი მოლაპარაკებები და მიმზიდველი წინადადებები ერთობლივი მუშაობის შესახებ.

გადახედეთ კვების მენიუს და ეცადეთ, მავნე პროდუქტები ამოიღოთ. მარტივი და კარგად დაბალანსებული კვება თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნის თავისუფალ წარმომადგენლებს შანსი ექნებათ, რომ პირადი ცხოვრება მოიწყონ. ბედნიერების დაკარგვა უფრო ადვილია, ვიდრე მისი პოვნა — ასე რომ, ნუ მოდუნდებით! დადგა დრო, რომ საყოფაცხოვრებო საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. წვრილმანების გამო შეიძლება მეორე ნახევარს დაუპირისპირდეთ. კარიერისკენ სწრაფვა უდავოდ მოსაწონია, მაგრამ პირადი ცხოვრებაც არ უნდა დაივიწყოთ.

ფინანსურად შეზღუდული არ იქნებით და დიდი თანხის გამომუშავებასაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლებთ. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნოთ. ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა თქვენი ნიშნის წარმომადგენლებზე უარყოფითად აისახება.