31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა თავის ხელში ასაყვანად და შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად. თქვენი დიდსულოვნება ხშირად უბიძგებს ადამიანებს იმისკენ, რომ თავიანთი მოვალეობები თქვენ მოგაჩეჩონ.
ეცადეთ, შემოსავლებისა და გასავლების მკაცრი აღრიცხვა წესად აქციოთ და რეალური მიზნები დაისახოთ, რომ მათი მიღწევა ნამდვილად შეძლოთ. სასიცოცხლო ენერგიით სავსე ხართდა თამამად შეგიძლიათ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ.
სიფრთხილე გმართებთ: მარსის გავლენამ შესაძლოა გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოტეხილობები ან დამწვრობა გამოიწვიოს. თუ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდათ, უარი არ უთხრათ. ამ დღეს თაყვანისმცემლისგან სასიამოვნო რომანტიკული საჩუქრები გელით. შეგიძლიათ თამამად მიიღოთ — ეს არანაირ ვალდებულებას არ გაკისრებთ.
კურო
პირად ცხოვრებაში შესაძლოა კონფლიქტი უმიზეზოდ წარმოიშვას, თუმცა თუ მოინდომებთ, შეგიძლიათ ეს თავიდან აიცილოთ. რომანტიკული დასვენება მეუღლეებს კიდევ უფრო დაახლოებასა და გრძნობების განახლებაში დაეხმარება.
სამსახურში საკმაოდ უცნაური ადამიანების გაცნობა და მათთან ერთად მუშაობა მოგიწევთ. საიდუმლოს ნუ გაუმხელთ ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ ადამიანმა თქვენი სიტყვები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. ბევრი ფიქრისა და ყოყმანის გამო შესაძლოა, ფულის შოვნის კარგი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ. ნუ ინერვიულებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი მთავარი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა.
ტყუპები
ციური სხეულების ჰარმონიული განლაგება საყვარელ ადამიანთან შეხვედრასა და გულწრფელ საუბარში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ და დაგროვილი საკითხების განსახილველად დრო გამონახოთ. მოემზადეთ დიდი დაპირისპირებისთვის — თქვენს პოზიციაზე პრეტენზიას რამდენიმე კონკურენტი აცხადებს.
საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც უნდა დაუმტკიცოთ, რომ მათზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ. ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან დაბნეულობის გამო შეიძლება თქვენთვის ძვირფასი ნივთი დაკარგოთ. საღამოს შესაძლოა კუჭმა შეგაწუხოთ, ამიტომ უარი მძიმე საკვებზე და ალკოჰოლურ სასმელებზე უარი თქვით.
კირჩხიბი
ამ დღეს რომანტიკული განწყობით გაიღვიძებთ და შესაძლოა, გარშემომყოფთა ყურადღებაც მიიქციოთ. ქორწინებაში მოსალოდნელია სტაბილური ურთიერთობა, ყოველგვარი უთანხმოებისა და ექსცესების გარეშე — ეს როგორც ძველ წყვილებს, ისე ახალდაქორწინებულებს ეხება.
ახალი გეგმები თქვენგან ენერგიულობას და ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას მოითხოვს. ვარსკვლავები კომერციულ საქმიანობაში, ახალი კონტრაქტების გაფორმებასა და ფასიან ქაღალდებთან მუშაობაში წარმატებას გპირდებიან, თუმცა ბევრი რამ თქვენს აქტიურობასა და პირად არჩევანზეა დამოკიდებული.
ემოციური ფონი შედარებით სტაბილურია, თუმცა ზოგიერთი შესაძლოა მელანქოლიამ შეიპყროს. თუ გეუბნებიან, რომ ცუდად გამოიყურებით, იცოდეთ, რომ ამის მიზეზი მჯდომარე ცხოვრების წესი და ჟანგბადის ნაკლებობაა.
ლომი
ვარსკვლავები მარტოხელა ლომებს აფრთხილებენ, რომ სიმორცხვის და პასიურობის გამო მარტო დარჩენა ემუქრებათ. დღეს გეძლევათ შანსი, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროთ! იზრუნეთ წვრილმანი საქმეების მოგვარებაზე, რათა მათ თქვენი ცხოვრება ქაოსად არ აქციონ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას და სერიოზულ დოკუმენტებთან მუშაობას. ახლა მთავარია თქვენს მიზნებსა და ქმედებებში სრულად ჩამოყალიბდეთ.
შესაძლოა, შემოსავლის დამატებითი წყარო დაგჭირდეთ, რადგან თქვენი გეგმები მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს. შესაძლოა, ბოლო დღეების უსიამოვნო მოვლენები ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს —მოსალოდნელია უძილობა.
ქალწული
ამ დღეს უამრავ სასიამოვნო ქათინაურს მოისმენთ, თუმცა საყოფაცხოვრებო პრობლემების ფონზე შესაძლოა, პარტნიორთან ურთიერთობა მოულოდნელად დაიძაბოს. წყენას გულში ნუ ჩაიდებთ, სჯობს ყველა მტკივნეული საკითხი აქ და ახლა განიხილოთ.
არახელსაყრელი პერიოდია სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის, სამსახურის თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მოუსმინეთ ფინანსური ექსპერტების რჩევებს, თუმცა ნურც თქვენს პროფესიულ გამოცდილებას დაივიწყებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხშირი სტრესი ორგანიზმს ანგრევს. გაუფრთხილდით გულს და მოერიდეთ უარყოფით ემოციებს.
სასწორი
შესაფერისი დღეა საქმიანი და პირადი საკითხების მოსაგვარებლად და საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად. ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას თავი შეიკავეთ შენიშვნებისა და პრეტენზიებისგან. ამით თავიდან აიცილებთ საპასუხო საყვედურებს, რომლებმაც შეიძლება მთელი დღის განწყობა გაგიფუჭოთ.
თუ ახალ სამსახურს ან კარიერულ ცვლილებებს ეძებთ, ამ დღეს გაგიმართლებთ. ხელსაყრელი დროა საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად. უმჯობესია ხელი ვაჭრობას მიჰყოთ და ყურადღება ფართო მოხმარების საქონელზე გადაიტანოთ.
ნუ დაივიწყებთ წყლის მიღების მნიშვნელობას — წყალი დღეს თქვენი საუკეთესო მეგობარია. მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა დაძაბულობის მოხსნასა და ენერგიით დამუხტვაში დაგეხმარებათ.
მორიელი
პირად ცხოვრებაში ცვლილებების სურვილმა შესაძლოა შეცდომებამდე მიგიყვანოთ. ინტუიციას ნუ უგულებელყოფთ და ყოველთვის საღ აზრს დაეყრდენით. ბედისწერამ შესაძლოა თქვენს გეგმებში ცვლილებები შეიტანოს, ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავეთ.
სამსახურში მოსალოდნელია ფინანსური შემოწმებები, ეცადეთ წინასწარ თავი დაიზღვიოთ და საბუთები მოაწესრიგოთ. შესაძლოა, ფინანსური პრობლემები გამწვავდეს ან ნათესავთან უთანხმოება მოგივიდეთ. მოსალოდნელია ახალი ამბავი, რომელიც თქვენს განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე იმოქმედებს. ამ დღეს ცხარე და ცხიმიან საკვებს უნდა მოერიდოთ.
მშვილდოსანი
ახლად დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება. ეცადეთ ერთობლივი დასვენებისთვის დრო გამონახოთ — ეს დაახლოებასა და ყოველდღიური საზრუნავისგან განტვირთვაში დაგეხმარებათ. მშვენიერი პერიოდია მოგზაურობის დაწყებისა და მნიშვნელოვანი კომერციული ოპერაციებისთვის.
თქვენი პრაქტიკულობა და დისციპლინა შეუმჩნეველი არ დარჩება, მოსალოდნელია ხელფასის მომატება ან დაწინაურება. მეწარმეები შეიძლება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოულოდნელ ცვლილებებს შეეჩეხონ. თუ საკუთარი ჯანმრთელობა გაეჭვებთ, გირჩევთ ექიმთან ვიზიტზე ჩაეწეროთ და გეგმური შემოწმება ჩაიტაროთ.
თხისრქა
ამ დღეს რომანტიკულ პაემანს ნუ დაგეგმავთ — წინ რუტინული საოჯახო საქმეები გელით. არასდროს გყოფნით გამბედაობა, რომ პარტნიორის ამბიციებს გადააბიჯოთ და საკუთარ ინტერესებზე იფიქროთ, მაგრამ მალე ამის დრო მოვა. საეჭვოა, რომ ეს საღამო მხიარული და საინტერესო აღმოჩნდეს.
შესაფერისი დღეა ფინანსური სტრატეგიის გასაახლებლად, შემოსავლების გასაზრდელად და ხარჯების სამართავად ახალ იდეებზე უნდა დაფიქრდეთ. ახლობლებისგან დახმარებას ნუ ელოდებით — სჯობს საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. სტომატოლოგთან ვიზიტი უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადეთ.
მერწყული
საყვარელი ადამიანის პატივისცემას მხოლოდ მაშინ დაიმსახურებთ, თუ გულწრფელი იქნებით და პრინციპულად იმოქმედებთ! ნებისმიერ საქმეში თანმიმდევრულობა და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.
ამ დღეს სხვის პრობლემებში ჩარევას მოერიდეთ, რადგან ამან შეიძლება დიდ დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ და პოლიციაში ან სასამართლოში მისვლაც კი მოგიწიოთ. ნუ დაეყრდნობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც უცნობი პირებისგან მიიღეთ.
სპორტული ვარჯიშების ყოველდღიური კომპლექსი ჯანმრთელობისა და მხნეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად უკეთეს დროს ვერ ნახავთ. დროა, მოწევას თავი დაანებოთ — ეს უკვე მოდური არ არის.
თევზები
სასიყვარულო საქმეებში მოსალოდნელია დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები. გრძნობთ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად მზად ხართ და დროს ფუჭად არ კარგავთ. გამორიცხული არ არის მეზობლებთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაპირისპირება.
ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარ ინტერესებზე უარი არ თქვათ — „ცუდი მშვიდობა“ „კარგ ომს“ ყოველთვის არ სჯობს. კოლეგებზე დაკვირვება საშუალებას მოგცემთ, არაკეთილმოსურნე გამოავლინოთ. შესაძლოა დაგიბრუნონ ძველი ვალი, რომელიც უკვე დავიწყებული გქონდათ.
თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, დღეს დაწყებული ავადმყოფობა შესაძლოა გაჭიანურდეს და ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.