ახალი ამბები
აქტუალური

მასშტაბური ავარია – შემთხვევას მსუბუქ ავტომობილში მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

რეკლამა სტატიის თავში
მასშტაბური ავარია – შემთხვევას მსუბუქ ავტომობილში მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში – თექირდაღში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და რძის გადამზიდი ცისტერნა შეეჯახა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 4-ვე გარდაცვლილი მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ისინი მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალნენ.

შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

რეკლამა სტატიის ბოლოს
FB Messenger WhatsApp

ასევე დაგაინტერესებთ