ახალი ამბები
აქტუალური

ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია – სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე დაშავებული

რეკლამა სტატიის თავში
ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია – სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე დაშავებული

თურქეთში, ქალაქ სივასში სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავტობუსი სივას-ერზინჯანის გზატკეცილზე, იმრანლის რაიონულ ცენტრში შესვლისას გადატრიალდა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების, მეხანძრე-მაშველებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.

დაშავებულები იმრანლის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იმყოფებოდნენ თუ არა ავტობუსში საქართველოს მოქალაქეები ამ მომენტისთვის უცნობია.

ახალ ინფორმაციას დამატებით გაგაცნობთ.

რეკლამა სტატიის ბოლოს
FB Messenger WhatsApp

ასევე დაგაინტერესებთ