გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა ადამიანმა, სამმა კი ვერ მოასწრო.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების,სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები.
ინტერპრესნიუსი
ახალი ამბები
გუშინ, 08:33
საშინელება: მანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა - დაღუპულია 3 მგზავრი, მათ შორის არასრულწოვანი
გააზიარე სტატია: