მცხეთის მერია პატრიარქის პანაშვიდთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობის უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობის უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, - ინფორმაციას ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"სპეციალურად გამოყოფილი სამარშრუტო ტაქსებით უზრუნველყოფილი იქნება მგზავრთა თბილისში გამგზავრება და უკან დაბრუნება.
განრიგი:უწმინდესის სამოქალაქო პანაშვიდზე ერთობლივი მსვლელობისთვის, 21 მარტს, 11:30 საათიდან 12:00 საათამდე, ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით გაემგზავრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ქსანი, ქსოვრისი, ვაზიანი, წეროვანი, წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, მუხრანი, საგურამო, ძეგვი, ლისი, ნიჩბისი, ნატახტარი, ახალუბანი, ძველი ქანდა.
უწმინდესის სიონის ტაძარში დაკრძალვის დღეს, 22 მარტს, 10:00 საათიდან 10:30 საათამდე, ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით გაემგზავრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ვაზიანი, წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, ძეგვი, წილკანი, ნიჩბისი, ახალუბანი, ძველი ქანდა.
ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მცხეთის მერის წარმომადგენელს თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.