ახლახან, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - დეტალები
რეკლამა სტატიის თავში
იაპონიაში, ივატეს პრეფექტურის სანაპიროსთან ახლოს მდებარე წყლებში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრა სანაპიროდან დაახლოებით 100 კმ-ის დაშორებით, 10 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
NHK-ის ინფორმაციით, იაპონიის სეისმური ინტენსივობის შკალაზე, ყველაზე ძლიერად დაზარალებულ ტერიტორიებზე(0-დან 7-მდე) ბიძგების ძალამ 5+-ს მიაღწია.
სააგენტომ ცუნამის გაფრთხილება ივატეს პრეფექტურაში, ასევე, ჰოკაიდოსა და აომორის პრეფექტურის ნაწილებში გამოაცხადა. ცუნამის შესახებ გაფრთხილება ასევე გავრცელდა მიათისა და ფუკუშიმას პრეფექტურებში.
რეკლამა სტატიის ბოლოს