ვინ არის სალომე ჭაჭუას რჩეული? – მოცეკვავე მის ფოტოებს აქვეყნებს
ცოტა ხნის წინ ქართველმა მოცეკვავემ, სალომე ჭაჭუამ გულშემატკივრებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა და დაწერა, რომ პირველი შვილის დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც სანდრო დაარქვეს: “ჩემი სანდრო. მადლობა, უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის”, – დაწერა მან.
სალომე ჭაჭუას პირველი შვილი 2026 წლის 28 მარტს შეეძინა. გასულ შემოდგომას, ნოემბერში სალომემ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ოთხი სეზონის შემდეგ, ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებს” პირადი მიზეზების გამო ტოვებდა, ეს მიზეზები კი არ დაუკონკრეტებია.
“ძალიან ვამაყობ, რომ სამჯერ გავედი ფინალში და ვინ იცის – იქნებ ერთ დღეს დავბრუნდე, რომ საბოლოოდ ავწიო ეს ბრჭყვიალა თასი… სასურველია ისეთ ცნობილ ადამიანთან ერთად, რომლებსაც არ ადარდებთ ზედმეტი რეპეტიციები!”, – წერდა მაშინ სალომე ჭაჭუა.
სალომე ჭაჭუა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე იშვიათად ჩნდებოდა კამერების წინ, პირად ცხოვრებაზე კი არასდროს საუბრობდა. სალომეს არც ახლა, სასიხარულო სიახლის შემდეგ უსაუბრია პირადი ცხოვრების დეტალებზე – მან მეუღლესთან ერთად გადაღებული კადრები ისეთი რაკურსით გააზიარა, სადაც სახე დაფარულია.