ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი ამერიკული ავიაგამანადგურებელი შეცდომით ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

მათივე თქმით, ინციდენტის დროს, რომელიც დღეს დილით მოხდა, სამი F-15 გამანადგურებელი ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

„ქუვეითმა აღიარა ეს ინციდენტი და ჩვენ მადლიერები ვართ ქუვეითის თავდაცვის ძალების ძალისხმევისთვის და მათი მხარდაჭერისთვის მიმდინარე ოპერაციაში. ექვსივე ეკიპაჟი უსაფრთხოდ კატაპულტირდა, ისინი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და სტაბილურად არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

პ. ს. ახლახან ამერიკელი სამხედროები გამოვიდნენ განხცხადებით, რომ მათი თვითმფრინავები ქუვეიტელ მეზენიტეებს ჩამოუყრიათ. ცნობისათვის: ერთი ცალი F-15-ის თვითღირებულება, თვითმფრინავის აღჭურვილობიდან გამომდინარე, 100-იდან 150 მილიონ დოლარამდე შეადგენს.