დღეს საღამოს დუბაიდან ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას მედია დუბაის (DXB) და ალ-მაკტუმის საერთაშორისო (DWC) აეროპორტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, აეროპორტები მგზავრებს ურჩევენ, არ წავიდნენ აეროპორტებში, თუ მათ ავიაკომპანია თავად არ დაუკავშირდება.
„ჩვენ პრიორიტეტულად ვემსახურებით ადრე დაჯავშნილ მომხმარებლებს“, – განაცხადა ავიაკომპანია Emirates-მა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ გერმანია თვითმფრინავებს გაგზავნის ახლო აღმოსავლეთში ჩარჩენილი ტურისტების ევაკუაციისთვის.

წყარო: ​primetime.ge