ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის „ყველაზე დიდი სიურპრიზი“ რეგიონის არაბულ ქვეყნებზე - ბაჰრეინზე, იორდანიაზე, ქუვეითზე, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე - ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმებია.
„ჩვენ გაკვირვებულნი ვართ“, - თქვა ტრამპმა. „ჩვენ მათ [არაბულ ქვეყნებს] ვუთხარით: ამას ჩვენ მივხედავთ-მეთქი, ახლა კი მათ ბრძოლა სურთ. და ისინი აგრესიულად იბრძვიან. თავიდან ძალიან მცირედით უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები, ახლა კი მონაწილეობას დაჟინებით მოითხოვენ“.
„ირანელებმა სასტუმროს ესროლეს, საცხოვრებელ კორპუსს ესროლეს. ამან ისინი [არაბული ქვეყნები] უბრალოდ განარისხა. ჩვენ ვუყვარვართ, თუმცა მანამდე მხოლოდ აკვირდებოდნენ. მათი ჩართვის არავითარი მიზეზი არ არსებობდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
ირანის მიერ მათზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ მან თქვა: „ეს, ალბათ, ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო“.