რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი განცხადებას ავრცელებს:

“მე ამას ღრმა მწუხარებით ვამბობ – ჩვენ ჩვენს ახლო მოკავშირეებზე ვსაუბრობთ. ყველა, ვინც ისრაელისა და აშშ-ის აგრესიის შედეგად დაზარალდნენ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ ვინარჩუნებთ დიალოგს მათთან. ჩვენ და სხვა მშვიდობისმოყვარე ქვეყნები გავაკეთებთ ყველაფერს ისეთი ატმოსფეროს შესაქმნელად, რომელიც ირანის წინააღმდეგ ოპერაციას შეუძლებელს გახდის” – განაცხადა ლავროვმა.