ქეთო თოფურიძე პირველ კომენტარს აკეთებს ქალაქში მოარულ ჭორზე, რომელიც თბილისის მერთან და მასთან დაკავშირებით არსებობს.

,,მაგაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ყველამ იცის, რომ ეგ აბსურდული ჭორია. ძალიან არასასიამოვნო იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და დარწმუნებული ვარ, მისთვისაც და მისი ოჯახისთვისაც. კახის საერთოდ არ ვიცნობ. არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს”, – თქვა მან zmna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.