22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მოვლენების უცაბედი შემობრუნება თქვენ სასარგებლოდ. ეცადეთ ოჯახისთვის გასართობი აქტივობები დაგეგმოთ — ახლა დადებითი ემოციები ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. იზრუნეთ თვითგანვითარებაზე — მალე თქვენი ცოდნა და უნარები დაფასდება და შეძლებთ ხელმძღვანელს ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკოთ. ზედმეტ ინიციატივებს მოერიდეთ და საკითხები ეტაპობრივად, მათი წარმოჭრისთანავე მოაგვარეთ.
შესაძლოა, მეგობრების დახმარებით დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ. დროა, ექიმთან შეთანხმებით პროფილაქტიკური ვარჯიში დაიწყოთ, თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეთ — მაღალი დატვირთვა ყველასთვის სასარგებლო არ არის.
კურო
პლანეტები გირჩევენ, რომ მოთმინება გამოიჩინოთ და სასიყვარულო ურთიერთობებში მოვლენები არ დააჩქაროთ. ბევრ კუროს რომანტიკული თავგადასავალი, ძველ მეგობართან შეხვედრა ან სასიყვარულო პრობლემების მოგვარება ელის. მთელი ყურადღება კარიერისკენ გაქვთ გადატანილი, თუმცა ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ კოლეგების პატივისცემა არ დაკარგოთ.
კარგი დღეა გარიგებებისა და ფინანსური დაწესებულებების მოსანახულებლად, ოღონდ ეცადეთ ხელის მოწერამდე საბუთები ყურადღებით წაიკითხოთ. მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმიც — ადრე დაწექით, რომ ძალები აღიდგინოთ.
ტყუპები
საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენს კავშირს კარგი მომავალი აქვს. მარსის აქტივობა ოჯახურ იდილიას დროებით დაარღვევს და შესაძლოა ურთიერთობები დაიძაბოს. ახლობლებისთვის მიცემული პირობები არ დაივიწყოთ.
სამსახურში რთული პერიოდი გელით და ვითარების გამოსასწორებლად ძალისხმევა დაგჭირდებათ. ფრთხილად იყავით ფულთან, განსაკუთრებით მაღაზიებში — ქურდობის ალბათობა მაღალია. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, აქტიურ სპორტს და გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ.
კირჩხიბი
თუ ფიქრობთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლის დროა, იმოქმედეთ, დაყოვნება არ შეიძლება! დღეს ნათესავებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან თქვენს ურთიერთობებს გამოცდა ელის. სავარაუდოდ, დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საქმეების სასწრაფოდ მოგვარება მოგიწევთ. მონდომება გამოიჩინეთ და ენერგიას ფუჭად ნუ დახარჯავთ. თუ თქვენი სამუშაო ფინანსებს უკავშირდება, ქაღალდების მოწესრიგება დიდ დროს წაგართმევთ.
მოერიდეთ კრედიტების აღებას და ეცადეთ, თქვენი ხარჯები შემოსავლებს შეუსაბამოთ. იმაზე მეტი გადაინახოთ, ვიდრე ხარჯავთ. საღამოს ეცადეთ დროულად დაწვეთ და ნუ გამოიტენით თავს უსარგებლო ინფორმაციით.
ლომი
ამ დღეს დილიდან მოსალოდნელია გაუგებრობები და კონფლიქტები. ეცადეთ, ურთიერთობებში სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ. მართალია, ლიდერობა გსურთ, მაგრამ ახლა სჯობს, სიბრძნე გამოიჩინოთ და კომპრომისზე წახვიდეთ.
მოვლენების მოულოდნელი განვითარება გაიძულებთ, რომ ბევრ სხვადასხვა ადამიანთან კავშირი დაამყაროთ. ფინანსური პრობლემები გაქვთ? ნუ იდარდებთ, იღბალი მალე თქვენკენ შემობრუნდება! მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს — ეს თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება.
ქალწული
არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეს საკუთარი სიტყვებისა თუ ქმედებების გამო თავის მართლება ან ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ. ნუ ინერვიულებთ — ცუდი განწყობა მალე გაივლის, მთავარია ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.
მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა, დაცინვის ობიექტი გახდეთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ „იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“. მალე შემოსავლის წყარო გამოჩნდება, რაც ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. შეიძლება დღის მეორე ნახევარში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ.
სასწორი
აღიარეთ, რა არის ის, რისი სწავლაც პარტნიორისგან გსურთ? იქნებ ეს ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულებაა? კარგი დროა მოგზაურობისთვის — ახალი შთაბეჭდილებები და შინაგანი სიმშვიდე სწორედ ისაა, რასაც მგზავრობიდან ჩამოიტანთ.
შემოქმედებით სფეროში მომუშავეებს წარმატება ელით — ბოლოს და ბოლოს თქვენი საქმიანობა სათანადოდ დაფასდება. ვარსკვლავების განლაგება ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ, ოღონდ ბედისგან მეტისმეტს ნუ მოითხოვთ. დღის მეორე ნახევარში სასარგებლოა წყლის პროცედურები, აბანო ან საუნა.
მორიელი
ვარსკვლავები მარტოხელა მორიელებს შეხვედრას ჰპირდებიან, რომელიც რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისი გახდება. გირჩევთ, სამსახურის პრობლემები კარის ზღურბლთან დატოვოთ, რათა ოჯახში მშვიდობა შეინარჩუნოთ.
ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა ჯერჯერობით უპერსპექტივოა, თუმცა ძველ ნაცნობს ან ნათესავს შეუძლია ღირებული რჩევა მოგცეთ. ინტელექტუალურ ამოცანებს თავს ადვილად გაართმევთ, მაგრამ შრომისუნარიანობა დაგიქვეითდებათ, ამიტომ დასვენებაზეც იფიქრეთ. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები რომ აიცილოთ ეცადეთ, ახალი, უცნობი კერძები არ დააგემოვნოთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, გულმა ახალი თავგადასავლებისკენ გაგიწიოთ. პლუტონისა და მთვარის კომბინაცია გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ. არახელსაყრელი დღეა რემონტის დაწყებისა და ინტერიერის განახლებისთვის — შედეგი ნაკლებად გაგახარებთ. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ და დაგროვილი საკითხების განსახილველად დრო გამონახოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმიანობის ახალი სფეროები მოძებნოთ, რადგან შესაძლოა მალე თქვენი პროფესია ნაკლებად მოთხოვნადი იყოს. საღამო გონების განტვირთვას დაუთმეთ — წიგნი ან მუსიკა საუკეთესო არჩევანია.
თხისრქა
საყვარელი ადამიანი თქვენზე ნაწყენია — სამუშაოს ზედმეტ დროს უთმობთ, მას კი ყურადღებას აკლებთ. დროა, სიტუაცია გამოასწოროთ! კარგი დღეა ახალი საქმეების დაგეგმვის, ძველი კავშირების გამყარებისა და ოჯახის წევრების დახმარებისთვის. ახალმა ინფორმაციამ შესაძლოა გეგმების შეცვლა გაიძულოთ.
წინ მშვიდი პერიოდი გელით და არავისთვის არაფრის მტკიცება აღარ მოგიწევთ. რაც უნდა მიმზიდველად ჩანდეს, საქმიან შეთავაზებებს სიფრთხილით მოეკიდეთ. საღამოს საათებში ეცადეთ, კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
მერწყული
ახალგაზრდა მერწყულები, რომლებსაც სასიყვარულო საქმეებში გამოცდილება აკლიათ, ამ დღეს ფხიზლად უნდა იყვნენ —შესაძლოა, თქვენი მოხიბვლა არასაიმედო ადამიანმა სცადოს, რომელიც მალე იმედს გაგიცრუებთ. შესაძლოა, ბოლო დროს საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ფიქრობდით — დროა სხვების გრძნობებსაც ყურადღება მიაქციოთ. მალე ისეთი საქმის კეთება მოგიწევთ, რომელიც არ გიყვართ, თუმცა საქმეს მშვენივრად გაუმკლავდებით.
ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ, თორემ მარტო დარჩებით! ამჟამად თქვენი იმუნიტეტი შესუსტებულია, ამიტომ ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ.
თევზები
თუ ოჯახი ჯერ არ შეგიქმნიათ, გირჩევთ, სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ — მალე შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ბედს დაუკავშირებთ. აჩქარების გამო შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ, ამიტომ ეცადეთ, ყველა გადაწყვეტილება კარგად აწონ-დაწონოთ.
ერთი შეხედვით უიმედო საქმე სასურველ შედეგს მოგიტანთ. დროა, ზედმეტ ხარჯებზე უარი თქვათ და დაზოგვა დაიწყოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გადაიღალოთ, რადგან ფიზიკური დატვირთვა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.