1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ყურადღებით მოუსმინეთ ერთმანეთს და ეცადეთ, პარტნიორის პოზიცია გაიგოთ. ოჯახში სრული თანხმობა და იდილია სუფევს. აზრთა სხვადასხვაობა თითქმის არ არსებობს. შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობდით. სავარაუდოდ, ხელმძღვანელი რიგგარეშე შვებულების მოცემაზე უარს არ გეტყვით. პრობლემებს ნუ უგულებელყოფთ და ერთად გადაჭერით.
საღამო ხელსაყრელია ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის – შესაძლოა მომგებიანი გარიგება დადოთ ან სასურველი ნივთი შეიძინოთ. საღამოს ფიზიკური აქტივობა მინიმუმამდე დაიყვანეთ და ზურგის ზედმეტად დატვირთვას ერიდეთ.
კურო
პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა ხელიც კი გთხოვოთ. ასტროლოგიური პროგნოზი მერკურის მხარდაჭერას გპირდებათ, რაც ოჯახში სტაბილურ გარემოზე მიანიშნებს. წლის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ თავი კარგ ხელმძღვანელად წარმოაჩინოთ და კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ. თქვენი ძველი წამოწყება, რომელიც უიმედოდ გეჩვენებოდათ, ბოლოს და ბოლოს შემოსავალს მოგიტანთ.
კვების მენიუს შედგენისას არჩევანი ნატურალურ პროდუქტებზე შეაჩერეთ. მაღაზიაში განსაკუთრებული ყურადღება ეტიკეტებს და პროდუქტში ქიმიკატებისა და საღებავების შემცველობას მიაქციეთ.
ტყუპები
რომანტიკული პაემნისთვის იდეალური დღეა, რადგან ვარსკვლავები დღეს თქვენს სასარგებლოდ განლაგდნენ! სავარაუდოდ, თქვენს მეუღლეს საოჯახო საქმეებთან, ფინანსურ უზრუნველყოფასა და ნათესავებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება დამოუკიდებლად მოუწევს. მზად იყავით იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი მოვლენები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. გინდათ თუ არა, ამ დღეს ბევრი მუშაობა და უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწევთ.
თუ შინაგან შფოთვასა და ყოყმანს გრძნობთ, დაგეგმილი საქმეებისგან თავი შეიკავეთ. ეს რჩევა განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ კრედიტის აღებას ან ხელშეკრულების დადებას აპირებდით. მოერიდეთ დამატებითი მოვალეობების აღებას — ეს თქვენს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება.
კირჩხიბი
ამ დღეს ოჯახურ წყვილებში შესაძლოა ფინანსურ ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვას. ეცადეთ საყვარელი ადამიანის მოსაზრებას მშვიდად მოუსმინოთ, თუნდაც არ ეთანხმებოდეთ. საბუთების გაფორმებისას, ასევე სწავლასა და საგანმანათლებლო საქმიანობაში მოსალოდნელია მცირე შეცდომები. განსაკუთრებული სიფრთხილე მომსახურების სფეროში დასაქმებულებს მართებთ: იღბალმა შეიძლება ნებისმიერ წამს ზურგი გაქციოთ.
მომავალი ხარჯების დასაფარად სოლიდური თანხა დაგჭირდებათ, ამიტომ შესაძლოა, სესხის აღებაც კი მოგიწიოთ. ფიქრობთ, რომ თქვენი სპორტული მიღწევები წარსულს ჩაბარდა? ცდებით – აქტიური ცხოვრების დაწყება ან გაგრძელება არასდროსაა გვიან!
ლომი
დროა, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვისთვის მოიცალოთ. მათთვის, ვინც მეწყვილეს ეძებს, კარგად შერჩეული იმიჯი დიდი უპირატესობა იქნება! თუ სახლში რემონტის დაწყებას აპირებთ, გახსოვდეთ, რომ ზედმეტი პერფექციონიზმი კარგს არაფერს მოგიტანთ და გარშემომყოფებსაც გააღიზიანებს. გირჩევთ, ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ - დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ. კოლეგებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.
შესაძლოა, მცირე ფიზიკური დაღლილობა იგრძნოთ, ამიტომ დღე ისე დაგეგმეთ, რომ ძალების აღდგენისთვისაც დრო დაგრჩეთ. ახლობლების ემოციური მხარდაჭერა თავდაჯერებას შეგმატებთ.
ქალწული
რთული დღეა, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი წარუმატებლობის გამო, ჯავრი პარტნიორზე არ იყაროთ. თქვენს ურთიერთობაში მცირე წყენა და წვრილმანი უთანხმოებები გაჩნდა — დროა, მათგან გათავისუფლდეთ.
გამჭრიახობა მატყუარა ადამიანების ამოცნობაში დაგეხმარებათ — მათგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. ვარსკვლავები კოსმოსურ ენერგიასა და შეუზღუდავ შესაძლებლობებს გთავაზობენ, დანარჩენი კი უკვე თქვენზეა დამოკიდებული!
მოერიდეთ გაციებას, რადგან ჩვეულებრივი სურდო შეიძლება ჰაიმორიტში ან ოტიტში გადაიზარდოს. საღამოს ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურიან წვეულებებს მოერიდეთ. უმჯობესია სახლთან ახლოს, ბუნებაში გაისეირნოთ და მზის ჩასვლით დატკბებით.
სასწორი
ეცადეთ, ნეგატიურ შთაბეჭდილებებს თავი აარიდოთ და განმარტოებით მეტი დრო გაატაროთ. უფროს ნათესავებთან კამათს მოერიდეთ და სიტყვები აკონტროლეთ, რათა გარშემომყოფებს არ აწყენინოთ. ასეთმა ქცევამ შესაძლოა სტუმრები დააფრთხოს და თქვენთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიაღებინოს.
შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს შესაძლოა, კრიზისული პერიოდი დაუდგეს. საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ნუ იქნებით – მუზა აუცილებლად დაგიბრუნდებათ, მაშინაც კი, თუ დროებით „შვებულება“ აიღო. დღეს სჯობს გადაუდებელი და საპასუხისმგებლო არაფერი დაგეგმოთ, განსაკუთრებით ის, რაც ფულსა და შესყიდვებს ეხება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ვარჯიშის და სიმძიმეების აწევისას. ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ სხეულის არაბუნებრივმა მდგომარეობამ ან ზედმეტმა ტვირთმა შესაძლოა ხერხემალი დაგიზიანოთ.
მორიელი
რომანტიკულ თავგადასავლებს ნუ ეძებთ — ისინი თავად გიპოვიან, მთავარია, ოთხ კედელში არ ჩაიკეტოთ. გაუფრთხილებლად ნათქვამმა სიტყვამ შესაძლოა, ხანგრძლივ და დამღლელ დისკუსიებამდე მიგიყვანოთ. ხანდახან სჯობს გაჩუმდეთ, ვიდრე დრო ფუჭ კამათზე დახარჯოთ.
თუ სამსახურში რაიმე ღირებულის მიღწევა გსურთ, თქვენი უნარებისა და ნიჭის დემონსტრირება ნუ მოგერიდებათ. მალე შესაძლოა, მნიშვნელოვანი თანხა დაგჭირდეთ, ამიტომ ეცადეთ ფული მოაგროვოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ნეგატიურ ემოციებს მოერიდოთ და კონფლიქტებში არ ჩაერიოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეიძლება საყვარელ ადამიანს მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევა მოუნდეს. სავარაუდოდ, ის დიდი ხანია ხელს გთხოვთ, თქვენ კი გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებთ. ნუ აიძულებთ ოჯახის წევრებს, რომ ყველაფერში დაგეთანხმონ — ოჯახის თითოეულ წევრს აქვს საკუთარი აზრის უფლება! ვარსკვლავები გირჩევენ, რომ, სამსახურში ნაკლები იაქტიუროთ და ენერგია თანამოაზრეებისა და მეგობრების მხარდაჭერის მოპოვებისკენ მიმართოთ.
ამ დღეს ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ. შესაძლოა, საღამოს კუჭმა შეგაწუხოთ, ამიტომ მძიმე საკვებზე უარი თქვით.
თხისრქა
ეს დღე შეცდომის გამოსწორების გამოსწორების საშუალებას მოგცემთ. გირჩევთ, ყურადღება მთავარზე გაამახვილოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ოჯახში ახალი ნივთის შეძენა სიმყუდროვესა და ჰარმონიას შემოიტანს.
იყავით მომთმენი და ახლობლებს ყველა წამოწყებაში მხარი დაუჭირეთ. შესაძლოა, შურიანმა ადამიანმა ზურგს უკან თქვენზე ცუდი ილაპარაკოს – მზად იყავით ცრუ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად. ვენერასა და პლუტონის ნეგატიური ასპექტის გამო შესაძლოა, საღამოს განწყობა გაგიფუჭდეთ. საქმის ხვალისთვის გადადების ჩვევამ შეიძლება სამსახურში პრობლემები შეგიქმნათ და ფინანსურად დაგაზარალოთ.
მერწყული
გახსოვდეთ, რომ დროის მართვა (ტაიმ-მენეჯმენტი) არის უნარი, რომელიც მუდმივ პრაქტიკასა და თვითდისციპლინას მოითხოვს. გააანალიზეთ თქვენი სამუშაო პროცესი, დროის მართვის სხვადასხვა მეთოდი მოსინჯეთ და იპოვეთ ის, რაც ყველაზე მეტად გამოგადგებათ.
ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებული დღეა. გამორიცხული არ არის შემოსავლის მიღება პროექტებიდან, რომლებიც რამდენიმე თვის წინ დაიწყეთ. დღეს შეიძლება სახლის უსაფრთხოების საკითხები მოაგვაროთ, მაგალითად, დაცვის სისტემა დააყენოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. თუ ფიქრობთ, რომ სპორტის რომელიმე სახეობა თქვენთვის სახიფათოა, სჯობს მასზე უარი თქვათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც მშვიდობიანად მოგვარდება, თუ ტაქტიკას დროულად შეცვლით.
თევზები
სასიყვარულო შეხვედრები სჯობს, რამდენიმე დღით გადადოთ. ამჟამად მარსი სატურნთან ქმნის ტრინს, რაც რომანტიკას ხელს არ უწყობს.
სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტები. კოლეგების მოსაზრებებს ნუ უგულებელყოფთ, მაგრამ საკუთარი პოზიციებიც დაიცავით! მოერიდეთ გაუაზრებელ ნაბიჯებს, განსაკუთრებით მათ, რაც ფულს ეხება. საღამო საკუთარ ჯანმრთელობას დაუთმეთ – გამაჯანსაღებელი პროცედურები ძალას და მხნეობას დაგიბრუნებთ.