ახალი ამბები
აქტუალური

ბავშვს მატარებელი დაეჯახა – ,,რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ და-ძმა, გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო ” – მომხდარის დეტალები

რეკლამა სტატიის თავში
ბავშვს მატარებელი დაეჯახა – ,,რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ და-ძმა, გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო ” – მომხდარის დეტალები

გუშინ, გურიაში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მოხდა.

,,რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა”.

წყაროს ცნობით, დაშავებული ბავშვი ლანჩხუთის ,,მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში.

,,საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და ქუთაისში გადაიყვანეს. მეექვსე კლასის მოსწავლე ბავშვია. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა,”- უთხრა “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა ნიგვზიანში, ირაკლი გუჯაბიძემ.

რეკლამა სტატიის ბოლოს
FB Messenger WhatsApp

ასევე დაგაინტერესებთ