რას წერს გიორგი გასვიანი მსახიობზე, რომელმაც რობერტ სტურუას სკანდალურ სპექტაკლში თინათინის როლი შეასრულა? (ვიდეო)
მსახიობი გიორგი გასვიანი ქეთი სვანიძესთან დაკავშირებით, რომელმაც რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლში თინათინის როლი შეასრულა, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
"ქეთი სვანიძე არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, 10 წლის ასაკიდან ვმეგობრობთ!
ის არის აფხაზეთიდან, გაგრადან! ეს ის წლებია, მე და ქეთის მამები აფხაზეთის ომის მსხვერპლნი რომ გახდნენ და ობლობაც გვაკავშირებდა!
ბავშვობიდან უნიჭიერესი და საამაყო იყო! უკრავდა საკრავებზე, კლასიკური ვოკალს სწავლობდა! ჩვენ ვიყავით სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ნორჩი მსახიობები! ცეკვავდა ერისიონში და ბევრი სხვა მრავალი ნიჭიერებით გამოირჩეოდა..
ერთად ვთამაშობდით სპექტაკლებში! ეს ყველაფერი დედამისის, ქ.ესმა მიქელაძის დამსახურებაა, ახალგაზრდა ქვრივი ქალის, რომელმაც 90-იან წლებში ყველა ენერგია ქეთის ვარსკვლავად გაზრდას შეალია!
ქეთი - საოცრად ითამაშე თინათინი! ქეთი - წინ ბევრი წარმატება გელოდება! საუკეთესო ოჯახი ჰყავს დღეს! მეუღლე და შვილი" - წერს გიორგი გასვიანი.