ახალი ამბები
აქტუალური

,ქართული ოცნების” წევრი გარდაიცვალა

რეკლამა სტატიის თავში
,ქართული ოცნების” წევრი გარდაიცვალა

64 წლის ასაკში დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი და ფერმერი, დავით გონაშვილი გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილით სპორტულ დარბაზში შეუძლოდ გახდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება, ზუსტი მიზეზი კი შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში დეპუტატი საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვებზე იყო დაბარებული, თუმცა რა საკითხს ეხებოდა აღნიშნული, არ კონკრეტდება.

დავით გონაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით იყო არჩეული.

რეკლამა სტატიის ბოლოს
FB Messenger WhatsApp

ასევე დაგაინტერესებთ