ავიაკატასტროფა: ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა
რეკლამა სტატიის თავში
კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის ცნობით, Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ქვეყნის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს განიცადა.
სანჩესის განცხადებით, თვითმფრინავი, რომელსაც კოლუმბიის შეიარაღებული ძალების სამხედროები გადაჰყავდა, ქალაქ პუერტო-ლეგისამოდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.
"დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ავარიის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია“, - განაცხადა კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა.
ადგილობრივი გამოცემა BluRadio ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავს 110 სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა.
რეკლამა სტატიის ბოლოს